|
სერგო თბილელი
CV
სერგო თბილელი
დაბადების თარიღი: 9.02.1958 ქ.თბილისი, საქართველო
საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრი
განათლება: 1983-85 ქ.პეტერბურგი შემოქმედებითი სახელოსნო, ასპირანტურა 1977-83 ქ.თბილისის სახელმწიფო სმხატვრო აკადემია, ფერწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტი 1993-77 ქ.თბილისის ი.ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი
პროფესიული გამოცდილება: 1985-დან დღემდე ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის კათედრა, ხატვის პედაგოგი, პროფესორი 1998-დან დღემდე ”მოდერნ დიზაინი”-ს მთავარი დიზაინერი
გამოფენები: 2011 "არტ გალერი ლაინ"–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2010 "არტ გალერი ლაინ"–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2009 ''არტ გალერი ლაინ''–ი, ქ. თბილისი, საქართველო 2008 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო 2007 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ქ.თბილისი, საქართველო 2007 ”არტ გალერი ლაინ”-ი, ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი, ერთობლივი გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო 2006 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2006 გალერეა ”ფოურ ვინგს”, ქ.სხიდომ, ჰოლანდია 2006 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 2004 თბილისის ბიზნეს მომსახურების ცენტრი, ერთობლივი გამოფენა, ქ.თბილისი, საქართველო 2004 ”ელიტ გალერეა”, ქ.თბილისი, საქართველო 2004 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 2003 ”ელიტ გალერეა”, პროექტი ”კავკასიის ქარები”, ქ.ბაქო, აზერბაიჯანი 2002 გალერეა ”მარმარისი” პერსონლური გამოფენა, ქ.სტამბული, თურქეთი 2001 მხატვრის სახლი, ქ.მოსკოვი, რუსეთი 1999 გალერეა ”სანტ-ლაურენტი”, პერსონალური გამოფენა, ქ.მონრეალი, კანადა 1998 გალერეა “Harrison Art International”, ქ.მონრეალი, კანადა 1997 ”საქართველოს კვირეული” McGill-ის უნივერსიტეტში, ქ.მონრეალი, კანადა 1996 ქ. შტუდგარტი, გერმანია 1995 გალერეა ”Sanat Yapim”, პერსონალური გამოფენა, ქ.ანკარა, თურქეთი 1994 ქ.მიუნხენი, გერმანია 1993 ქ.ვენა, ავსტრია;ქ. ბუდაპეშტი, უნგრეთი 1991 ქ.ბერლინი, გერმანია, ქ.პრაღა, ჩეხეთი 1989 ქ.ვენა, ავსტრია, ქ.ოსლო, ნორვეგია 1987 ქ.თეირანი, ალბანეთი 1986 ქ.თბილისის სახელმწიფო სმხატვრო აკადემია, ქ.თბილისი, საქართველო 1985 ქ.სტოქჰოლმი, შვედეთი 1984 ქ. კოპენჰაგენი, დანია;ქ. ვარშავა,პოლონეტი 1982 ქ. მოსკოვი,რუსეთი;ქ.პეტერბურგი, რუსეთი 1981 გრამპრი ილუსტრაციისთვის, ქ.მილანი, იტალია
შესრულებული სამუშაოები: კოსმონავტების საწვრთნელი ცენტრი, 7 კედლის მხატვრობა, ვიტრაჟი, ქანადაკება, ქ.მოსკოვი, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, ქ.იულიანივსკი, რუსეთი ინტურისტის სავაჭრო ცენტრი, მხატვრული გაფორმება, ქ.ვლადივასტოკო, რუსეთი სასტუმრო”ლივ” მხატვრული გაფორმება, ქ.ლვოვი, უკრაინა სასტუმრო ” ინტურისტი”, მხატვრული გაფორმება, ქ.ხარკოვი, უკრაინა ქ. ხარკოვის მეტროს მხატვრული გაფორმება, ქ.ხარკოვი, უკრაინა სასტუმრო” ლენინგრადი”, მხატვრული გაფორმება, ქ.ლენინგრადი, რუსეთი აოვის ზღვის დასასვენებელი კომპლექსის სასტუმროების მხატვრული გაფორმება, ქ.აზოვი, უკრაინა სარატოვოს სავაჭრო ცენტრი, მხატვრული გაფორმება, ქ.სარატოვო, რუსეთი გენერლების დასასვენებელი სახლი, მხატვრულიგაფორმება, ქ.ყირიმი, უკრაინა რესტორანი”პრაღა”, მხატვრული გაფორმება, ქ.მოსკოვი, რუსეთიშესშესრულებული აქვს მრავალი კერძო დაკვეთა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კოლექციები: ჯონ მაკეინი, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ- ს სენატი სულეიმან დემირელი, თურქეთის პრეზიდენტი, ანკარა, თურქეთი ნაზარ ბუიმი, ენიციკლოპედია ”ბრიტანიკი”-ს და რედაქცია ”ადამისის” პრეზიდენტი სალამ ალთუნ ბეი, ინვესტორი, ქ.სტამბული, თურქეთი დავით ჟვანია, უკრაინის რადის წევრი, ქ.კიევი, უკრაინა მარგარიტა კოსტა იტალის ელჩი აზერბაიჯანში, ქ.რომი, იტალია რაუფ ალიევი,კომპანია “A+A” პრეზიდენტი, ქ.ბაქო, აზერბაიჯანი ჯოზეფ მინდერიანი, კერძო კოლექციონერი, ქ.ბერლინი, გერმანია ნიკ ბრაზინკტონი, კომპანია ”Price Waterhouse Coopers”, ქ.მოსკოვი, რუსეთი ფრანკო დრაგონე, ლასვეგასის ცენტრი და ცირკი ”du soleil”,არტ დირექტორი, ლას ვეგასი, ა.შ.შ. ილმაზ ოზკანი, თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი ლესლი გორნალი, კომანია BP, ქ.მაგჰერაფელტ, ირლანდია იუკლი ანგისტი, პოეტი, ქ.სტამბული, თურქეთი ბენჯტ ვესტერგრენ, ”AIG Central Europe & C.I.S”, პრეზიდენტი, ქ.ლონდონი, დიდი ბრიტანეთი არმენ პეტროსიანი, კორპორაცია “Aray”, პრეზიდენთი, ქ.დუბაი, დუბაი იური სტაშკივ, კომპანია “WRIGLEY”, გერმანული მენეჯერი, ქ.კიევი, უკრაინა მარტინ ბულ,კომპანია ”Booz Allen Hamilton”, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ. სკოტ ფრეიზერი, კომპანია ”Booz Allen Hamilton”, ქ.ვაშინგტონი, ა.შ.შ. ტორბენ ჰოლთზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ელჩი, ქ.კოპენჰაგენი, დანია. |
artist statement
სერგო თბილელი
ახალი თაობა საკუთარ თავში სიახლისკენ სწრაფვას, ნოვატორობას, ხშირად ეპატაჟსაც მოიცავს. ოთხმოციანელთა თაობამ მოსვლისთანავე დაანგრია ყოველგვარი სტერეოტიპი. კომცეპტუალური საწყისი და სახვითი ხელოვნების ფორმალური ენა ახალი მხატრულ-სახეობრივი სტრუქტურებით შეივსო. მათი ხელოვნების ტიპოლოგიური თვისება დასავლური მხატვრული ტრადიციის გადაფასება და ნოვაცია იყო. სერგო თბილელის შემოქმედება ყველა იმ ნიშანს ატარებს, რომელიც ოთხმოციანელ თაობას გამოარჩევს და უახლოეს ქართულ ხელოვნებაში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. მისი შემოქმედებითი დიაპაზონი უჩვეულოდ ფართოა - ფერმნწერი, კერამიკოსი, მოქანდაკე, დიზაინერი. თბილელის ტალანტი თანაბარზომიერად ვლინდება სახვით ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ფერწერაში მხატვრის იდეა საეხეობრივ მატერიალიზებას პოულობს ნებისმიერ მასალაში, რომელიც სურათოვნებისათვის აუცილებელ სპეციფიკას ითვალისწინებს. ნამუშევართა სტილური და ჟანრობრივი საზღვარი მრავალფეროვანია: ქრისტიანული შუასაუკუნეების ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ქვის რელიეფური სტელების თანამედროვე ვარიაციები; ქართული ყოფისა და ძველთბილისური ხიბლის ნოსტალგიური განცდა ოთხმოციანი წლების დეკორატიულ კომპოზიციებში; კერამიკულ ფილებზე უაღრესად ლაკონური ხერხებით შესრულებული, ზუსტი სახვითი ნიშნით დაფიქსირებული სახარების თემების მხატვრისეული ინტერპრეტაცია. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან თბილელის შემოქმედებაში აქტიურად ვლინდება ახალი ეტაპის დასაწყისი. ამ პერიოდში შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებში პოსტმოდერნისტული ხელოვნების ზოგადი პრინციპები უაღრესად ორიგინალური სახითაა გაცხადებული. პოსტმოდერნისტული რეტროსპექტივიზმი თბილელის სახეობრივ- ფორმალურ მოდელში გამოიხატება ანტიკური, ქრისტიანული და აღმოსავლური ხელოვნების, რენესანსის, ავანგარდის ელემენტების ორიგინალური სინთეზით. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში დისკურსები თბილელის ფერწერაში უჩვეულო, მკაფიო ინდივიდუალობის მქონე სიუჟეტური მოდუსების სახით რეალიზდება. თემა თითქოს ყველასათვის კარგად ნაცნობი , მის შემოქმედებაში ახალ, მოულოდნელ ჟღერადობას იძენს. პოლისტილისტიკა - პოსტმოდერნისტული ხელოვნების საპროგრამო თეზა - თბილელის ფერწერაში შეუთავსებელ საწყისთა გაერთიანებისაკენ სწრაფვით გამოიხატება და ნახევრად ზღაპრულ, მისტიკურ სამყაროდ გარდაისახება. რენესანსული ხაზისა და შუქ-ჩრდილის პრიმაზე აგებული ნახატი ზემოდან იფარება ფერწერულად ჟღერადი დეკორატიული ”ქსოვილით”, რომელიც ხან ორნამენტული ხალიჩასავით ფარავს სიბრტყეს, ხან კი აქა-იქ წყდება, რომ თითქოს მისტერიულ ხილვაში სადღაც შორს ჩაკარგული ქალაქის ხედი თუ პეიზაჟის კუთხე დაგვანახოს. ფერწერული ნამუშევრები აგებულია ნარაციაზე. მათი ”ტექსტი” თანდათანობით იხსნება და ამიტომ მაყურებელს მასთან ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება. ავტორისეული ჩანაფიქრი სურათის ჭვრეტით თვალიერებას ითხოვს. ამ ნამუშევრებში აშკარად თამაშობს ”ორმაგი კოდირების” პრინციპი. სურათების ”ტექსტის” სრულყოფილი წაკითხვა ინტელექტუალურ საფუძველს მოითხოვს. მაგრამ ამასთანავე გასაგები და მისაღებია არაგაცნობიერებული მაყურებლისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს რელიგიურ-ბიბლიური სიუჟეტი, მითოლოგიური თემა თუ აბსტრაქცია, თბილელის ნამუშევრებს ფორმალურ-ფერადოვანი სტრუქტურის ესთეტიზმი და დეკორატიულობა გამოარჩევს. ადამიანის, ერის, მეხსიერებაში კოდირებული არქეტიპული სახე-სიმბოლოები ფერწერული კომპოზიციების: ”სურვილი”, ”ჯვარცმა”, ”ვენერა”, ”აპოლონი და კენტავრი”,”ადამი და ევა”, ”მუზა”, საერთო დეკორატიულ ქსოვილში ჩართულნი, მხატვრის მიერ ინტერპრეტირებული და შესაბამისებულია სიუჟეტის განვითარების შინაარსობრივ ლოგიკას. თბილელი კონცეპტუალურად გაიაზრებს კომპოზიციის საერთო სტრუქტურაში ყოველი დეტალის აზრობრივ-დეკორატიულ ფუნქციას და ერთ მხატვრულ მთლიანობას ქმნის. ეპოქის მთავარი პრობლემა - ” გლობალური კატასტროფის” პოსტმოდერნისტული იდეა, დამანგრეველი ძალის არსებობის და მოქმედების შეგრძნება, მხატვრისეულ გააზრებაში ბაბილონის გოდოლის სახითაა გაცხადებული. თემის მხატვრისეულ გააზრებას განსაკუთრებული დრამატიზმი გამოარჩევს. ამავე თემის გამოძახილია საქართველოს ისტორიისათვის ურთულეს ოთხმოცდაათიან წლებში შესრულებული ფერწერული კომპოზიცია ”სისხლისფერით დახატული სამყარო”, სადაც მხატვრისათვის ლოკალური მოვლენის პიროვნული განცდა და აგრესია - მსხვერპლის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა ერთ მთლიანობად მოიაზრება. გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე ფერწერული ნამუშევარი ”უდაბნოში გაშლილი ოაზისი”, ერთი შეხედვით, ფერთა ლაქების თამაშზე აწყობილი აბსტრაქტული კომპოზიცია, მაყურებლის თვალწინ თითქოსრეალურ ობიექტებად ”ლაგდება” და ქვიშიანი უდაბნოს სიღრმეში გაშლილი ოქროსფერი ოაზისის სილუეტს იძენს, რომელიც უცბადვე ისევ ფერთა ლაქებად გარდაისახება. აქ ავტორი თითქოს რეალურად უდაბნოსათვის დამახასიათებელი საოცარი ოპტიკური თვისების - მირაჟის შთაბეჭდილებას იძლევა. თემის გადაწყვეტის ამგვარი ორიგინალობა მაყურებლისთვის მიმზიდველ მხატვრულ სამყაროს ქმნის. თბილელის ბოლო პერიოდის ნამუშევრებში: ”ვენეციის კარნავალი”, ანტიკური სერია ”ნიუ”, ”ყვავილნარი”, ”წარმოდგენის შემდეგ” და სხვ. ფერწერული ნამუშევრის კონცეპტუალური დაძაბულობა და ექსპრესიულობა იკლებს, მაგრამ მატულობს სურათის ფაქტურული დინამიკა. კომპოზიციების ფერწერულ-ფორმალურ სტრუქტურაში მეტად იგრძნობა ორიენტალისტური ელემენტების გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ თბილელის ორნამენტალიზმი უფრო მეტად მხატვრული მეთოდის პრინციპს ითვალისწინებს ვიდრე მის სახეობრივ მიბაძვას. აქ თითქმის არ გვხვდება აღმოსავლური ორნამენტი სუფთა სახით. მცირე ზომის გეომეტრიული თუ მცენარეული ელემენტები, როგორც ერთგვარი ორგანული, ცოცოხალი მატერია ხალიჩისებურად ფარავს სასურათე სიბრტყეს და მეტყველ სახვით - დეკორატიულ კომპოზიციებს ქმნის. სერგო თბილელის ფერწერული ნამუშევრები სიუჟეტისა თუ თემის საინტერესო, ორიგინალური გადაწყვეტით, სამყაროს ძლიერ ინდივიდუალური წაკითხვით, ფერწერული სტრუქტურის ფერადოვან - ხაზობრივი დინამიკით მაყურებლისათვის ვიზუალურად და აზრობრივად საინტერესოა. დეკორატიულობა და ესთეტიზმი კი ამ ფერწერულ კომპოზიციებს საგამოფენო სივრცესა თუ ინტერიერში ორგანული სინთეზირების საშუალებას იძლევა |
|
გალერეა |
პრესა |
|
ცირკი დუ სოლეი |
|
(A)h129Xw138cm (B)h129Xw138cm (C)h129Xw138cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-137
|
გაყიდულია
|
|
სანტ ფრანსის ასიზელი |
|
h180Xw210cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-122
|
გაყიდულია
|
|
ღმოსავლური მოტივები ომარ ხაიამი |
|
h50,5Xw55,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-125
|
გაყიდულია
|
|
პეიზაჟი |
|
h91Xw91cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-105
|
გაყიდულია
|
|
"სერენადა" ესკიზი |
|
h21,5Xw34,7cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-109
|
გაყიდულია
|
|
დედოფალი გედი |
|
h62,4Xw57cm ხე, შერეული მასალა კოდი: 03-084
|
გაყიდულია
|
|
დედოფალი გედი (წინა მხარე) |
|
h62,4Xw57cm ხე, შერეული მასალა კოდი: 03-084 (F)
|
გაყიდულია
|
|
დედოფალი გედი (უკანა მხარე) |
|
h62,4Xw57cm ხე, შერეული მასალა კოდი: 03-084 (B)
|
გაყიდულია
|
|
ვაცი |
|
h40,5Xw49,5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-096
|
გაყიდულია
|
|
საზანდარი |
|
h58Xw153 cm ტილო, შერეული მასალ კოდი: 03-012
|
გაყიდულია
|
|
ყვავილნარი |
|
h199Xw83cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-101
|
გაყიდულია
|
|
ყვავილნარი |
|
h199Xw83cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-101
|
გაყიდულია
|
|
ყვავილნარი (ფრაგმენტი) |
|
ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-101
|
გაყიდულია
|
|
მედეა |
|
h29Xw41cm ტილო, შერეული მასალა კოდი:
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი |
|
h108,5Xw108,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-057
|
გაყიდულია
|
|
წმინდა მიწა |
|
h167,3Xw197cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-097
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი |
|
h123,5Xw293,4cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-093
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw143,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-093 (A)
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw143,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-093 (B)
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი (ფრაგმენტი) |
|
h123,5Xw143,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-093 (C)
|
გაყიდულია
|
|
წვიმის შემდეგ |
|
h143Xw251cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-083
|
გაყიდულია
|
|
წვიმის შემდეგ (ფრაგმენტი) |
|
h143Xw123cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-083 (A)
|
გაყიდულია
|
|
წვიმის შემდეგ (ფრაგმენტი) |
|
h143Xw123cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-083 (B)
|
გაყიდულია
|
|
არგო |
|
h60Xw60cm მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-099
|
გაყიდულია
|
|
ყვავილნარი |
|
h139.5xw80 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-044 დამატებითი ინფორმაცია
ყვავილნარი
შესრულების წელი: 2006წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
სერგო თბილელის მხატრული წერის განმსაზღვრელი ევროპული რეალისტური ხელოვნების ტრადიციისა და აღმოსავლური სიბრტყობრივი, ორნამენტულ - დეკორატიული სტილის უჩვეულო სინთეზია, რაც მის სიუჟეტურ თუ დეკორატიულ კომპოზიციებს განსაკუთრებულ ესთეტიზმსა და ემოციურობას ანიჭებს. ადამიანთა, ცხოველთა თუ მცენარეთა ფიგურების გამოსახვისას მხატვარი მიმართავს სტილიზაციასა და დეფორმაციას, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებს ძირითადი გამოსახულებების ობიექტურ სახეს. შესაბამისად ხალიჩისებურად ორნამენტიზირებული ფონის ურთულეს ”ქსოვილში” ჩართული ეს ფიგურები ორგანულად იწერებიან სურათის ფერწერულ - ფორმალურ სტრუქტურაში. სურათში ”ყვავილნარი” , დეკორატიულ კომპოზიციაში ფერადოვან - ფორმალურ აქცენტს გაშლილ ყვავილთა გამოსახულებები ქმნის. თემის მხატვრისეული გააზრება ყვავილნარის ნახევრად აბსტრაგირებულ იმპროვიზაციას წარმოადგენს და მაყურებელში განსაკუთრებული ესთეტიზმის და მშვენიერების განწყობას ბადებს.
|
|
გაყიდულია
|
|
ფლორა |
|
h108,5Xw113,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-093
|
გაყიდულია
|
|
წარმოდგენის შემდეგ |
|
h65Xw59.5 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-050
|
გაყიდულია
|
|
გასეირნება |
|
h92,9Xw71,9 cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-058
|
გაყიდულია
|
|
აღმოსავლეთის მზე |
|
h193Xw179,6 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-088
|
გაყიდულია
|
|
გასეირნება ედემის ბაღში |
|
h65Xw64,5 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-086
|
გაყიდულია
|
|
პილიგრიმები |
|
h71,7Xw70,7 cm ხე, შერეული მასალა კოდი: 03-078
|
გაყიდულია
|
|
სტამბული |
|
h65Xw64,5 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-089
|
გაყიდულია
|
|
ტრისტანი და იზოლდა |
|
h81,5Xw96,5 cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-013 დამატებითი ინფორმაცია
ტრისტანი და იზოლდა
შესრულების წელი: 2004წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა სერგო თბილელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნარაციულობა, მდიდარი მხატვრული წარმოსახვა კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების მხატვრისეულ ვიზუალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნამუშევარში ”ტრისტანი და იზოლდა” შუასაუკუნეების ევროპული ლიტერატურული ძეგლის მარადიული თემა სიყვარულზე სპეციფიკური სიუჟეტური მოდუსის სახით ფორმდება და ამბის მეტყველ, ემოციურ სურათს იძლევა. კომპოზიციაზე გამოსახულია ყვავილებით დაფარული ბალახზე ნახევრად მიწოლილი ქალისა და მამაკაცის ფიგურები. ამ უკანასკნელის ფიგურა უფრო აქტიურია, ვიდრე ქალისა, რომლის სახის მშვიდი გამომეტყველება, სხეულის ნათელი ფერი აწონასწორებს კომპოზიციის ზოგად სახვით - ფერადოვან დინამიკურობას. მხატვრისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა, თემის გახსნის დამატებითი ხერხი, აქ შეყვარებული წყვილის პირდაპირ გამოსახული ფრთაგაშლილი მტრედების ფიგურებითაა წარმოდგენილი. ფიგურათა ფონი ხალიჩისებურად იფარება მცენარეულ - ორნამენტული მოტივებით, რომელთა ნახატი ფიგურათა სამოსისა და თავსაბურავის გამოსახვის თავისებურებებთან ერთად შესრულების ექსპრესიულობით გამოირჩევა. თბილელის კომპოზიციებისთვის დამახასიათებელი ორმაგი მოჩარჩოება ერთის მხრივ ხაზს უსვამს ფიგურათა მნიშვნელოვანებას, მაყურებლის მზერის ფოკუსირებას ცენტრალურ ფიგურებზე აკეთებს, მეორეს მხრივ კი ავტორს დამატებით არეს აძლევს სიუჟეტის გაშლისთვის. დომინანტური ფიგურების გარშემო მცირე საგნებისა თუ ცალკეული კომპოზიციების სახით თითქმის მთელი სიუჟეტური ქარგა გამოსახული - მთიანი პეიზაჟი სურათის ზედა რეგისტრში, შუასაუკუნეების ქალაქების, ციხესიმაგრეების, გოთური ტაძრებისა და პეიზაჟების ხედები. კომპოზიციები იგება ცალკეულ ელემენტების მასშტაბების შეთანხმებისა და კომბინირების სხვადასხვა ვარიანტით. რეალისტურ ნახატს ფონის სტილიზებული დეკორატიული დამუშავება ენაცვლება. ზოგ შემთხვევაში ჩარჩოზე გამოსახული თემები ძირითადი ფიგურებისგან კომპოზიციურად დამოუკიდებელია, ხოლო ზოგჯერ კი მის გაგრძელებას წარმოადგენს. სურათის ჟღერად, ნათელ კოლორიტში დიდი ადგილი უჭირავს ოქროსფერის, მწვანისა და წითლის შეხამებას, განსაკუთრებით გამოირჩევა ოქროსფერისა და სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის შეხამებები. კოლორიტი, კომპოზიციური აგების თავისებურება, მხატვრულ სახეთა დამაჯერებლობა ამ სურათს განსაკუთრეულ დინამიზმს ანიჭებს და ტრაგიკული სიყვარულის ამბის მეტყველ, ემოციურ სურათს იძლევა. სურათის ზომები მისი ნებისმიერ ინტერიერში განთავსების საშუალებას იძლევა და სივრცეში მაჟორულ სახეობრივ - ფერადოვან აქცენტს შექმნის.
|
|
გაყიდულია
|
|
ძველი თბილისი |
|
h39,5Xw28,2cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-075
|
გაყიდულია
|
|
აბაზანაში |
|
h49,5Xw49,5 cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-090
|
გაყიდულია
|
|
პეიზაჟი |
|
h55Xw50cm ტილო, აკრილი კოდი: 03-027
|
გაყიდულია
|
|
ანარეკლი |
|
h65,5Xw59.5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-055 დამატებითი ინფორმაცია
ანარეკლი
შესრულების წელი: 2007წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა სერგო თბილელის ფერწერული ნამუშევარი ინტელექუალურ - სიურეალისტური ქვეტექსტით კომპოზიციაში ”ანარეკლი ” მხატვარი გამოსახავს წარმოსახულს და არა დანახულს. თვალი ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და იდუმალი მოტივი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოგვიდგება, როგორც ანარეკლი ადამინის სულისა თუ გონების. მხატვრის ფერწერული ენა თემის შესაბამისად აქ უფრო რაციონალური და თავშეკავებულია. ცენტრალური სიმბოლური ნიშანის გარშემო იქმნება თითქოს ერთგვარი დეკორატიული ბადე, რომელიც იგება არა იმდენად მხატვრისთვის დამახასიათებელი მცენარეულ - ორნამენტული მოტივებით, არამედ ერთგვარი ბიომორფული, თითქოს კოსმიური ელემენტებით. ფერთა განაწილება, ცივი და თბილი ფერების ბალანსი კი სიბრტყული კომპოზიციის ფარგლებში სივრცის არსებობის ილუზიას ქმნის.
|
|
გაყიდულია
|
|
რაინდი |
|
h59Xw59,5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-076
|
გაყიდულია
|
|
კორიდა |
|
h65Xw50cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-028
|
გაყიდულია
|
|
სტამბული |
|
79,5X99,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-070
|
გაყიდულია
|
|
ტორიადორი |
|
h53xw55 cm მუყაო, შერეული მასალა
კოდი: 03-010 დამატებითი ინფორმაცია
ტორიადორი
შესრულების წელი: 2003წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა თბილელის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ევროპული მითოსის, ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების პერსონაჟთა საკუთარი ინტერპრეტაცია. ფავნი, კენტავრი, ბახუსი, სატირუსი, ადამი და ევა, დონ კიხოტი, ტორეადორი - ეს ის თემები და მოტივებია, რომელიც თბილელის ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად გვხვდება და მხატვრის ერთგვარ დიალოგს წარმოადგენს დასავლურ კულტურულ მემკვიდრეობასთან. ტორეადორი - ესპანური კორიდის მთავარი მონაწილე - თბილელს მხატვრული მხატვრული სახის განსაკუთრებული სიმძაფრით იზიდავს. ამ თემის მხატვრისეული ვარიანტი მისი ერთ-ერთი ყველაზე ექსპრესიული ფერწერული ნამუშევარია. მხატვარი არ წარმოგვიდგენს ასპარეზობის მომენტს, ტორიადორის დამარცხების ან გამარჯვეის სცენას. მისთვის კორიდის ორივე მონაწილე, ხარიც და ტორეადორიც, ერთნაირად მნიშვნელოვანია. მაგრამ ამასთანავე ტორეადორის ხარის ზურგზე გამოსახვა მისი მოთვინიერების, ამ დაძაბულ ბრძოლაში მატადორის გამარჯვების სიმბოლური მინიშნებაა. კომპზიციის ყოველი ელემენტი : ფიგურათა განთავსება (სურათის სიბრტყეზე თითქოს გაჭედილია მატადორის ფიგურა), მათი ხასიათი, სიბრტყეზე ხაზებისა და ფორმათა განლაგების რითმი, ლურჯისა და წითლის შეხამებები დინამიკურობის განწყობას განაპირობებს. ფერწერა რამდენიმე დონეზე იშლება. მოჩარჩოების შიგნით ოქროსფერი ფონი დამატებით ჩარჩოს უქმნის მთავარ სცენას, რომელზეც ხარზე ამხედრებული მამაკაცის ზამბარასავით შეკუმშული ფიგურაა გამოსახული. ფიგურათა თბილელისთვის დამახასიათებელ ორნამენტულ - დეკორაიტიულ მანერაში გადმოცემა, რომელიც ერთმანეთში გარდამავალი სხვადასხვა კონფიგურაციის ფორმებისა და ფერთა ლაქების სიბრტყეზე ორგანიზებით განისაზღვრება ამ ნამუშევარს ექსპრესიულობასა და ემოციურობას ანიჭებს. მიუხედავად თემის საკმაოდ დეკორატიული გადაწყვეტისა მაყურებლისთვის აშკარად საგრძნობია ამ უძველესი ესპანური ტრადიციის მონაწილეთა შინაგანი სიმტკიცე და გაბედულება
|
|
გაყიდულია
|
|
ლურჯი მონასტერი |
|
h55,5Xw90,5 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-069
|
გაყიდულია
|
|
სერენადა |
|
h104X243cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-056 დამატებითი ინფორმაცია
სერენადა
შესრულების წელი: 2008წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა სურათების ამ სერიის დასახელება ,,სერენადა’’ აღგვიძრავს ასოციაციას შუასაუკუნეების სატრფიალო პოეზიასა და სიმღერასთან. თვალწინ წარმოგვიდგება სატრფოს ფანჯრის წინ მდგომი ტრუბადური მანდოლინით ხელში. სერგო თბილელი ამ შემთხვევაშიც გადმოსცემს თემის ამბის არა ილუსტრაციას, არამედ ადეკვატურ ასოციაციას, რომანტიკულ განწყობას. აღსანიშნავია, რომ ამ კომპოზიციებში მძაფრად ვლინდება თბილელის ბოლო პერიოდის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გამოსახულებათა განსაკუთრებული დეტალიზება და გრაფიკულობა. ფიგურული გამომსახველობა იკლებს კომპოზიციური გადაწყვეტის ორნამენტალიზაციის მატებასთან ერთად. შესაბამისად სურათის ფერწერული ზედაპირი, მისი სტრუქტურა უფრო მოძრავი და დინამიკურია, ხოლო საერთო განწყობა მეტად ნერვული. ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებულ ნამუშევართა მხატვრული გადაწყვეტა ხასიათდება დეკორატიულობით. ორიგინალურ გადაწყვეტას მიაგნო მხატვარმა ამ ნამუშევართა ფორმატის თვალსაზრისით. მთლიანი კომპოზიციის გრძელი მართკუთხა ფორმატი იშლება სამი სამკუთხედი კომფიგურაციის მქონე დამოუკიდებელ კომპოზიციად. თითოეულ კომპოზიციაზე წარმოდგენილია ფიგურული სცენები ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებით. მათი სიბრტყეზე განლაგება შესაბამისებულია სპეციფიკურ ფორმატს. კომპოზიციისა და სახვითი ელემენტების სხვადასხვა კომბინაციები ქმნიან დინამიკურ ცხოველხატულ სცენებს. სიბრტყეზე მათი განლაგების რიტმი ხასიათდება მუსიკალობით. ფიგურათა და ცხოველთა დახვეწილი კონტურები და გრაციოზული მოძრაობანი, ორნამენტული მოტივებისა და ფიგურული გამოსახულებების ხან მკაფიო, ხან კი ერთმანეთში შერწყმული თითქოს მოძრავი ნახატი მკვეთრად აქცენტირებული სიბრტყითი ხასიათისაა და კომპოზიციებს განსაკუთრებულ ორნამენტულობასა და დეკორატიულობას ანიჭებს. ამ განწყობას აძლიერებს მხატვრის მიერ დეკორატიული მოტივის სახით გამოყენებული წითელი ფერის ჯვრული სეგმენტები სამივე კომპოზიციაში. სერგო თბილელის ამ ნამუშევრებში საერთო სათაურით ,,სერენადა’’, მხატვრისეულ ესთეტიზმს ერწყმის ერთგვარი ნერვული მუხტის მქონე განწყობა, რაც მაყურებელზე შთამბეჭდავ ზემოქმედებას ახდენს და ერთი შეხედვით მსუბუქი, დეკორატიული კომპოზიციების სიმბოლურ ქვეტექსტებს აზიარებს.
|
|
გაყიდულია
|
|
სერენადა |
|
h104X120,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-056 (A)
|
გაყიდულია
|
|
სერენადა |
|
h104X120,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-056 (B)
|
გაყიდულია
|
|
სერენადა |
|
h104X120,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-056 (C)
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი |
|
h287Xw122.2cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-051 დამატებითი ინფორმაცია
დონ კიხოტი
შესრულების წელი: 2007წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა საკუთარი მსოფლაღქმით სერგო თბილელი რომანტიკოსია. მას იტაცებს რომანტიკული განწყობის გმირები, სრულიად ამაღლებულნი და სხეულით მშვენიერნი. სერგო თბილელის გმირები დასახლებულნი არიან ყვავილებისა და ორნამენტული მოტივების მოზაიკით აწყობილ ზღაპრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი მშვენიერია, ჰარმონიული და ესთეტიურია. ეს სამყარო სინამდვილეში არ არსებობს, ის მხატვრის წარმოსახვის ნაყოფი და ის სუბსტანციაა სრულყოფილისა, რომლისკენაც მხატვარი ისწრაფვის. ფერწერული ნამუშევრების სერია სერვანტესის დონ კიხოტის თემაზე მხატვრის სწორედ ამ მისწრაფებებზე მიუთითებს. ადრეული ნამუშევრებისგან განსხვავებით ჩვენს წინაშე წარმოდგენილი კომპოზიცია გამოირჩევა მეტი დეკორატიულობითა და სახვითი მოტივების დინამიკურობით. საკამაოდ ვიწრო, ვერტიკალური ფორმატი გაყოფილია ორ ნაწილად. ცენტრალურ არეზე გამოსახულია ორი ფიგურა: ცხენზე მჯდომი დონ კიხოტი და მისი სატრფო დულსინეა. ერთმანეთისკენ მიმართული მზერითა და მოძრაობით - -მწუხარე სახის რაინდი ყვავილს აწვდის თავის სატრფოს - ისინი ორგანულ ჯგუფს ქმნიან. მათი სახეები, ხელის მტევნები და ნაწილობრივ ფიგურებიც მკაფიო აქცენტებად გამოიყოფა ორნამენტიზირებულ სიბრტყეზე. ორნამენტულისა და პლასტიკურის ეს სინთეზი ქმნის მოულოდნელობისა და ორგანულობის შთაბეჭდილებას. კომპოზიციის მეორე, მცირე მონაკვეთი ძირითადისგან ჩარჩოთია გამოყოფილი და მას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია გააჩნია. სურათის ფერწერული სტრუქტურა რთულია და აგებულია მცირე ზომის ელემენტების მოზაიკური წყობით. ეს ერთი შეხედვით თითქოს უწესრიგო წყობა ემორჩილება გარკვეულ რიტმსა და მოძრაობას. ფიგურებიც თითქოს ორნამენტების ფერწერული ნაკადის მოძრაობას ემორჩილებიან. სახვითი ელემენტების განაწილების ამგვარი ხასიათი კომპოზიციას ცხოველხატულობასა და დინამიკურობას ანიჭებს.
|
|
გაყიდულია
|
|
ევროპა |
|
h134.4Xw113cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-059 დამატებითი ინფორმაცია
ევროპა
შესრულების წელი: 2008წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
ფერწერული ნამუშევრები ” ევროპა” და ”აზია” სერგო თბილელის შემოქმედებისთვის ზოგადად დამახასიათებელი წყვილედი კომპოზიციის კიდევ ერთი ვარიანტია. ეს სურათები კონცეპტუალურ - ფორმალურ თვალსაზრისით ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება და ამასთანავე დამოუკიდებელ, დასრულებულ ნამუშევრებადაც გვევლინებიან. ევროპა და აზია - ერთმანეთისგან რადიკალურად განსვავებული ორი სამყარო იმავდროულად ერთმანეთის ტრადიციით, კულტურითა და რელიგიით საუკუნეების მანძილზე ურთიერთსაზრდოობს. ფერწერულ კომპოზიციებში ”ევროპა” და ”აზია” ამ ორი მითოლოგიზირებული, ისტორიულ - კულტურული ტერიტორიის სიმბოლური გამოსახულებანი სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოგვიდგება. ორივე სურათის კომპოზიციური აგება მსგავსია: ორმაგი ჩარჩოთი შემოსაზღვრული ცენტრალური ფიგურები გამოსახულნი არიან ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობით. ხაზი და ნახატი დახვეწილია და ძლიერ მეტყველი. ადრეულ ნამუშევრებთან შედარებით მეტი დეტალიზება, გრაფიკულობა, ხაზისა და გამოსახულებათა სტილიზაცია, ფორმათა და ხაზობრივი რიტმის დინამიკა კი სურათის განსაკუთრებულ დეკორატიულობას განაპირობებს. ”ბებერი ევროპა” სერგო თბილელის ფერწერულ ნამუშევარში ასაკოვანი ქალბატონია თავზე ფართო ფარფლებიანი ქუდით. მის სახეზე სერიოზული, ჩაფიქრებული გამომეტყველებაა აღბეჭდილი. ეს არის არა მხიარულ კანკანის მოცეკვავე ევროპა, არამედ ბრძენი და მოაზროვნე. ერთმანეთში გარდამავალ ორნამენტიზირებულ გამოსახულებათა ერთიან ნახატში განირჩევა სხვადასხვა გამოსახულებანი - არქიტექტურული ნაგებობანი, მცენარეთა და დინამიკურ მოძრაობაში გამოსახული ცხენების ფიგურები - რომლებიც ხან რეალისტურ კონტურს იღებენ, ხან კი ისევ საერთო ”ფერწერულ ხალიჩას” ერწყმიან. სურათის აღქმის რიტმი ნელი და ზომიერია. მაყურებლის წინაშე თანდათან ”იხსნება” სიუჟეტური ქარგა, რაც სურათთან ხანგრძლივი კონტაქტის სურვილს ბადებს. სერგო თბილელის შემოქმედებისთვის ტიპიური დეკორატიულ - ორნამენტული გადაწყვეტა, მხატვრული კონცეფციის ორიგინალობა, ხალიჩისებური ფერწერული ტექსტურა და შესრულების პროფესიონალიზმი ამ ნამუშევრებს განსაკუთრებულ ემოციურ - ესთეტიკურ ჟღერადობას ანიჭებს.
|
|
გაყიდულია
|
|
აზია |
|
h134.4Xw113cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-060 დამატებითი ინფორმაცია
აზია
შესრულების წელი: 2008წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა
აზია - უძველესი ცივილიზაციები, აღმოსავლური პოეზია, ეგზოტიკა და ტრადიცია, დეკორატიულობა და ორნამენტალიზმი, აზიური არქიტქტურისთვის ტიპიური გუმბათიანი მეჩეთები და მაღალი მინარეთები, არაბული სწრაფი ცხენები, იშვიათი სანელებლების არომატითა და სურნელით გაჟღენთილი ცხელი ჰაერი - ამ ასოცაციებს აღძრავს სერგო თბილელის ინტერპრეტაციით წარმოდგენილი აზია. კომპოზიციის აზრობრივი დომინანტი შიდა ჩარჩოთი შემოსაზღვრული ასაკოვანი მამაკაცის სახით წარმოდგენილი აზიის ფიგურაა ფარშევანგის ფრთებითა და ძვირფასი ქვებით დამშვენებული თეთრი ჩალმით თავზე. სერგო თბილელის მხატვრული სახეებისათვის დამახასიათებელი თეთრი მტრედის სტილიზებული ფიგურა ხელზე უზის. აზიის მატერიალიზებული სილუეტი ჩართულია ფონის ფიგურულ- ორნამენტულ ნახატს და ხშირად ერწყმის კიდეც მას. ფერწერული, ორნამენტულ - დეკორატიული ჩარჩო, რომელიც ცენტრალურ კომპოზიციას შემოსაზღვრავს აგებულია ორნამენტული მოტივების, არქიტექტურული და ფიგურული გამოსახულებების მოზაიკური ნახატით, რომელშიც ვიზუალურ, ფიგურულ - ფერადოვან აქცენტებს ქმნის დინამიკურ მოძრაობაში მყოფი ცხენებისა და აქლემის გამოსახულებათა თეთრი ლაქები. კომპოზიცია დატვირთულია სიმბოლოებითა და თანდათანობით იშლება მაყურებლის წინაშე და განაპირობებს აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკურობისა და გარკვეული მისტიკურობის განწყობილებას, რომელსაც ეს ნამუშევარი ჩვენში ბადებს.
|
|
გაყიდულია
|
|
ყვავილნარი |
|
h99.5Xw79.5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-068
|
გაყიდულია
|
|
მუსიკოსები |
|
h49.5Xw49.5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-064
|
გაყიდულია
|
|
დიპტიხი, ყვავილები |
|
h128Xw79,6 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-065
|
გაყიდულია
|
|
დიპტიხი, ყვავილები |
|
h128Xw79,6 cm ტილო, შერეული მასალ კოდი: 03-065
|
გაყიდულია
|
|
ფანჯარა ევროპაში |
|
h139Xw150 cm ტილო,ზეთი კოდი: 03-023
|
გაყიდულია
|
|
ამსტერდამი |
|
h112Xw88cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-040
|
გაყიდულია
|
|
ყვავილების თაიგული |
|
h137Xw73.5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-041
|
გაყიდულია
|
|
ბაბუაწვერები |
|
h134Xw122cm ტილო, აკრილი კოდი: 03-042
|
გაყიდულია
|
|
ევროპის მოტაცება |
|
h135,5Xw125 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-003
|
გაყიდულია
|
|
ევა |
|
h96,5Xw64,5cm ტილო, აკრილი კოდი: 03-015 დამატებითი ინფორმაცია
ევა
ბიბლიურ თემაზე შექმნილი ეს ორი სურათი სიუჟეტური თუ კომპოზიციური ლოგიკით ერთ მთლიანობაში აღიქმება. ორივე მათგანი შესრულებულია ვერტიკალურ სასურათო სიბრტყეზე. მზერით,ჯესტიკულაციით თუ კომპოზიციის სხვა კომპონენტებით ერთმანეთისკენ მიმართულნი დასრულებულ სახეს ერთ სივრცეში მოთავსებისას იღებენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპოზიციური თუ ფერადოვანი გადაწყვეტის დასრულებულობა ამ ნამუშევრებს ცალ-ცალკე არსებობასაც არ გამორიცხავს. ფერწერული ნამუშევრები პირველივე შეხედვისას თვალს იტაცებენ ფერადოვან-ხაზობრივი დეკორატიულობითა და შესრულების სინატიფით. ორივე კომპოზიცია აგების იდენტურობით ხასიათდება. სიბრტყე გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. დიდ არეზე, ედემის ბაღში, ადამისა და ევას წელამდე ფიგურებია გამოსახული, ხოლო ქვემო მცირე არეზე მცენარეების ფონზე - სამოთხის ფრინველები. მხატვარი გამოსახავს თემის ყველაზე კულმინაციურ მომენტს. ედემის ბაღში გველის მიერ შეცდენილ ევას ხელთ აკრძალული ხილთ უპყრია. თავზე ჩალმასავით შემოხვეული გველის თავი ქალის სახის წინაა გამოსახული. ევას თვალების დაბინდული მზერა გველის თავზე ფიქსირდება. საპირისპიროდ ადამის სახე და ჟესტიკულაცია მეტად აქტიურად ვლინდება. მისი ფიგურა მაყურებლისთვის უფრო გახსნილია. იგი, თითქოს , რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინშია, რასაც სახის გამომეტყველებითა და ხელების მოძრაობით გამოხატავს. განსაკუთრებული ესთეტიურობით და ფერადოვნი თუ ხაზობრივი რიტმის სილამაზით ხასიათდება ედემის ბაღის მხატვრისეული მოდელი.ადამისა და ევას ფიგურები ჩარჩოსავითაა გარშემოვლებული სტილიზებული მცენარეების - ულამაზესი ყვავილების, წვრილტანიანი ხეების, სამოთხის ჩიტების, პეპლების გამოსახულებებით. სასურათე სიბრტყის მთელი ზედაპირი დაფარულია ორნამენტული, ფერადოვნებით მდიდარი, დეკორატიული ხალიჩით, რომელთა ფონზე ნათელ ლაქებად გამოიყოფა კომპოზიციური დომინანტი - ადამისა და ევას ტონალური გრადაციებით დამუშავებული მეტყველი სახეები და ხელები. ყოველი დეტალი განსაკუთრებული სინატიფითა და გულმოდგინებითაა ნაწერი. მაყურებლის თვალი კომპოზიციებზე გამოსახული მხატვრული სახის მთლიანობაში აღქმის შემდეგ თანდათანობით მის შემადგენელ ნაწილებზე ჩერდება და სურათთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება.
|
|
გაყიდულია
|
|
ადამი |
|
h96.5Xw64.5cm ტილო, აკრილი კოდი: 03-014 დამატებითი ინფორმაცია
ადამი
ბიბლიურ თემაზე შექმნილი ეს ორი სურათი სიუჟეტური თუ კომპოზიციური ლოგიკით ერთ მთლიანობაში აღიქმება. ორივე მათგანი შესრულებულია ვერტიკალურ სასურათო სიბრტყეზე. მზერით,ჯესტიკულაციით თუ კომპოზიციის სხვა კომპონენტებით ერთმანეთისკენ მიმართულნი დასრულებულ სახეს ერთ სივრცეში მოთავსებისას იღებენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპოზიციური თუ ფერადოვანი გადაწყვეტის დასრულებულობა ამ ნამუშევრებს ცალ-ცალკე არსებობასაც არ გამორიცხავს. ფერწერული ნამუშევრები პირველივე შეხედვისას თვალს იტაცებენ ფერადოვან-ხაზობრივი დეკორატიულობითა და შესრულების სინატიფით. ორივე კომპოზიცია აგების იდენტურობით ხასიათდება. სიბრტყე გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. დიდ არეზე, ედემის ბაღში, ადამისა და ევას წელამდე ფიგურებია გამოსახული, ხოლო ქვემო მცირე არეზე მცენარეების ფონზე - სამოთხის ფრინველები. მხატვარი გამოსახავს თემის ყველაზე კულმინაციურ მომენტს. ედემის ბაღში გველის მიერ შეცდენილ ევას ხელთ აკრძალული ხილთ უპყრია. თავზე ჩალმასავით შემოხვეული გველის თავი ქალის სახის წინაა გამოსახული. ევას თვალების დაბინდული მზერა გველის თავზე ფიქსირდება. საპირისპიროდ ადამის სახე და ჟესტიკულაცია მეტად აქტიურად ვლინდება. მისი ფიგურა მაყურებლისთვის უფრო გახსნილია. იგი, თითქოს , რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინშია, რასაც სახის გამომეტყველებითა და ხელების მოძრაობით გამოხატავს. განსაკუთრებული ესთეტიურობით და ფერადოვნი თუ ხაზობრივი რიტმის სილამაზით ხასიათდება ედემის ბაღის მხატვრისეული მოდელი.ადამისა და ევას ფიგურები ჩარჩოსავითაა გარშემოვლებული სტილიზებული მცენარეების - ულამაზესი ყვავილების, წვრილტანიანი ხეების, სამოთხის ჩიტების, პეპლების გამოსახულებებით. სასურათე სიბრტყის მთელი ზედაპირი დაფარულია ორნამენტული, ფერადოვნებით მდიდარი, დეკორატიული ხალიჩით, რომელთა ფონზე ნათელ ლაქებად გამოიყოფა კომპოზიციური დომინანტი - ადამისა და ევას ტონალური გრადაციებით დამუშავებული მეტყველი სახეები და ხელები. ყოველი დეტალი განსაკუთრებული სინატიფითა და გულმოდგინებითაა ნაწერი. მაყურებლის თვალი კომპოზიციებზე გამოსახული მხატვრული სახის მთლიანობაში აღქმის შემდეგ თანდათანობით მის შემადგენელ ნაწილებზე ჩერდება და სურათთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის სურვილი უჩნდება.
|
|
გაყიდულია
|
|
აბაზანაში |
|
h49,5Xw49,5cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-061
|
გაყიდულია
|
|
შემოდგომა და სიყვარული |
|
h57Xw55cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-038
|
გაყიდულია
|
|
მარტორქა |
|
h133.5Xw113.4cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-062
|
გაყიდულია
|
|
პანი და ქალები |
|
h117Xw92 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-002
|
გაყიდულია
|
|
პარიზი |
|
h84Xw84cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-024
|
გაყიდულია
|
|
ადამი და ევა |
|
h105Xw80cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-017
|
გაყიდულია
|
|
იერუსალიმი |
|
h98Xw83cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-016
|
გაყიდულია
|
|
იერუსალიმი |
|
h60Xw80cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-050
|
გაყიდულია
|
|
ბრძენი |
|
h120Xw100cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-037
|
გაყიდულია
|
|
ადამი და ევა |
|
h80Xw60m ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-022
|
გაყიდულია
|
|
ცოდვილი სამყარო |
|
h80Xw60cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-021
|
გაყიდულია
|
|
მუზა |
|
h80Xw60cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-026
|
გაყიდულია
|
|
კენტავრი |
|
h80Xw60cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-019
|
გაყიდულია
|
|
მუზა |
|
h69.5Xw81 cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-004 დამატებითი ინფორმაცია
მუზა
შესრულების წელი: 2004წ. მოჩარჩოება: კი/არა ნამუშევრის დახვევის შესაძლებლობა ტრანსპორტირების დროს: კი/არა შემოქმედი და მუზა - კიდევ ერთი თემა, რომელიც თბილელის ფერწერას ანტიკურ მითოლოგიასთან აკავშირებს. ბერძნულ მითოსში, მუზები, ზევსისა და მნემოსინას ქალიშვილები, მეცნიერების, პოეზისაა და ხელოვნების მფარველები იყვნენ. ისინი ოლიმპოს მთაზე ცხოვრობდნენ და ღმერთებს სიმღერით ართობდნენ. მუზების მხატვრული სახე ევროპულ ფერწერაში გავრცელებული თემაა. თბილელის ფერწერულ ნამუშევარში მუზა დეკორატიული ორნამენტებით დაფარულ ფონზე შემოქმედთან ერთად არის გამოსახული.მამაკაცის მუხლებზე მჯდარი ქალის ფიგურის ნატიფი კონტური მკაფიოდ აღიქმება და კომპოზიციის აზრობრივ და ვიზუალურ ცენტრს ქმნის. ფიგურათა სიბრტყეზე განლაგება და მათი მოძრაობის (თავის მობრუნება, მეტყველი ჟესტიკულაცია) ცხოველხატული რიტმი დინამიკურობის შთაბეჭდილებას ქმნის. გააზრებული დეტალები და ატრიბუტიკა ზუსტად ახასიათებს სურათის პერსონაჟებს. ქალის შუბლზე ჩამოშვებული ანტიკური ბერძნული თავსაბურავი დამატებით ყვავილებითა და სხვა სამკაულებით არის მორთული. ქალის მშვიდ მხატვრულ სახეს დეკორატიულობას მატებს წითელი ყვავილი , რომელიც მუზას თეატრალური ჟესტით უჭირავს ხელში. მხატვარი ირონიულად მიგვანიშნებს მუზის კეთილგანწყობაზე შემოქმედისადმი. ქალის ფიგურის გვერდით ორნამენტულ ფონზე მკაფიოდ აღიქმება ცხენის მსგავსი ცხოველის თავი. შემოქმედის სახე მუზისგან განსხვავებით უფრო დაძაბულია. მზერას მაყურებელზე აფიქსირებს. მარჯვენა ხელში პალიტრა უჭირავს, რითაც მხატვარი სახვით ხელოვნებასთან მის კავშირს მიანიშნებს. სიბრტყობრივ - დეკორატიულად გადაწყვეტილ კომპოზიციის ელემენტების დამუშავება გრაფიკულობით ხასიათდება. სიუჟეტის სიმსუბუქე, განსაკუთრებით კი მხატვრის შეფარული ირონია თემის რეალიზებისას ამ ნამუშევრს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
|
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი |
|
h97Xw75cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-030
|
გაყიდულია
|
|
დონ კიხოტი |
|
h80Xw60cm ქაღალდი,შერეული მასალა კოდი: 03-020
|
გაყიდულია
|
|
მასკარადი |
|
h80Xw60cm ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-018
|
გაყიდულია
|
|
მოლოდინი |
|
h40Xw35cm მუყაო, შერეული მასალა კოდი: 03-025
|
გაყიდულია
|
|
ქართული მოტივი |
|
h120Xw160cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-039
|
გაყიდულია
|
|
ალაზნის ველი |
|
h90Xw130cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-032
|
გაყიდულია
|
|
პეიზაჟი |
|
h90Xw125cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-035
|
გაყიდულია
|
|
შემოდგომა |
|
h80Xw120cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-038
|
გაყიდულია
|
|
უდაბნო |
|
h90Xw125cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-034
|
გაყიდულია
|
|
დავით გარეჯი |
|
h100Xw140cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-029
|
გაყიდულია
|
|
მიტოვებული ქალაქი |
|
h110Xw150cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-033
|
გაყიდულია
|
|
ძველი ქალაქი |
|
h56Xw93cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-043
|
გაყიდულია
|
|
ჩატეხილი ხიდი |
|
h100Xw150cm ტყავის ქაღალდი, შერეული მასალა კოდი: 03-031
|
გაყიდულია
|
|
ალეგრია |
|
h75,5Xw60cm მუყაო, ზეთ კოდი: 03-073
|
გაყიდულია
|
|
სერენადა |
|
h86,5Xw116cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-104
|
გაყიდულია
|
|
სერენადა (ფრაგმენტი) |
|
h86Xw106cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-104
|
გაყიდულია
|
|
სერენადა (ფრაგმენტი) |
|
h86Xw106cm ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-104
|
გაყიდულია
|
|
სერენადა (ფრაგმენტი) |
|
h86Xw106cm ტილო, შერეული მასალა
კოდი: 03-104
|
გაყიდულია
|
|
მუსიკის ჰანგები |
|
h91Xw91cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-108
|
გაყიდულია
|
|
იდუმალი სიყვარული |
|
h113,5Xw133,5cm ტილო, შერეული მასალა კოდი: 03-063
|
გაყიდულია
|
| | |
|
|